"სრულიად მიუღებელია ქართული ლიტერატურული საზოგადოებისთვის" - მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები პროტესტს უცხადებენ მოსკოვში მიმდინარე საბავშვო და ახალგაზრდული წიგნების ფორუმს. ვრცელდება ცნობა, რომ თბილისში დაფუძნებული რუსული ორგანიზაცია ღონისძიებაში საქართველოს სახელით მონაწილეობს. ავტორები კულტურის სამინისტროსგან მკაფიო საპროტესტო განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. წულუკიანისგან დუმილია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მედვედევმა რამდენიმე დღის წინ ქართულ კულტურას რუსულის ნაწილი უწოდა.